აზერბაიჯანმა, საქართველოსა და თურქეთმა რეგულაციების ჰარმონიზაციისა და საზღვრისპირა ელექტროენერგიის ნაკადის ხელშეწყობის ზომების შემუშავების მიზნით დისკუსიები უნდა გამართონ, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის (WB) ენერგეტიკის უფროსმა სპეციალისტმა ფლორიან კიტმა ბაქოში, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის „მწვანე ენერგიის კვირეული 2025“-ზე განაცხადა.
როგორც აზერბაიჯანული გამოცემა, Report წერს, მან განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და თურქეთის გათვალისწინებით, აზრი აქვს დისკუსიის დაწყება ენერგეტიკული რისკების ჰარმონიზაციით.
„ჩვენ ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიაში, რომელიც მიზნად ისახავს ელექტროენერგიის სექტორის სრულად დემონოპოლიზებას 2028 წლისთვის. ჩემი აზრით, ამ ქვეყნებს შორის საზღვრისპირა დისკუსია არ არსებობს იმის შესახებ, თუ რა ზომებია საჭირო ელექტროენერგიის ნაკადის ხელშეწყობის მიზნით რეგულაციების ჰარმონიზაციისთვის. ამჟამად, დისკუსია ძირითადად ექსპორტისთვის გამოყენებულ ორმხრივ შეთანხმებებზეა ორიენტირებული“, - თქვა მან.




























