აზერბაიჯანმა სომხეთიდან საქონლის იმპორტი დაიწყო. Trend-ის ინფორმაციით, პირველი ტვირთი, რომლის ღირებულება 960 დოლარი იყო, მარტში გადაიზიდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აზერბაიჯანიდან სომხეთში 5.7 მილიონი დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, რაც აზერბაიჯანის მთლიანი ექსპორტის 0,11%-ს შეადგენს.
ცნობისთვის, 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის შუამავლობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით. მათ შორის არის Trump Route for International Peace and Prosperity (TRIPP), რომლის მიზანიც ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სომხეთის გავლით აზერბაიჯანის დანარჩენ ნაწილთან დაკავშირება იყო. ეს იგივეა, რასაც აზერბაიჯანი „ზანგეზურის დერეფანს“ უწოდებენ, რაც რეალურად არის გზა, რომლითაც სომხეთის სიუნიქის პროვინცია დააკავშირებს აზერბაიჯანის ექსკლავ ნახიჩევანს დანარჩენ აზერბაიჯანთან. ამის შემდეგ 2025 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთის მიმართულებით სატრანზიტო შეზღუდვების მოხსნის შესახებ განაცხადა, რაც სომხეთში მნიშვნელოვან წინსვლად შეაფასეს.
2025 წლის ნოემბერში აზერბაიჯანიდან, საქართველოს გავლით სომხეთში, ხორბლით დატვირთული პირველი მატარებელი ჩავიდა.




























