მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანს ეკისრება პასუხისმგებლობა, ყარაბაღში მცხოვრები სომხების უსაფრთხოება უზრუნველყოს - ბორელი

ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ყარაბაღში მცხოვრები სომხების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანს ეკისრება.

„აზერბაიჯანს ეკისრება პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ყარაბაღში მცხოვრები სომხების უფლებები და უსაფრთხოება, მათ შორის მათი უფლება, იცხოვრონ საკუთარ სახლებში დაშინებისა და დისკრიმინაციის გარეშე.

მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაადგილებას სამხედრო ან სხვა საშუალებებით ევროკავშირისგან ძლიერი პასუხი მოჰყვება.

ჩვენ ველით საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ და სრულ შეწყვეტას და ცეცხლის შეწყვეტის დაცვას“, – აღნიშნა ბორელმა განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები