მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანს შეუძლია ევროპის სანდო ენერგომიმწოდებელი გახდეს - ალიევი

63d91e67e8561
მარიამ ვარადაშვილი
31.01.23 18:03
751
უნგრეთში ვიზიტად მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ აელიევმა განაცხადა, რომ ქვეყანას შეუძლია ევროპისთვის ენერგორესურსების სანდო მიმწოდებელი იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

“ჩვენს ქვეყანას საკმარისი ენერგია გააჩნია იმისთვის, რომ ევროპის მოთხოვნა დააკმაყოფილოს და მომდევნო 100 წელი სანდო მიმწოდებელი იყოს”, - განაცხადა ალიევმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ ორბანთან შეხვედრაზე.

ვიზიტის დროს აზერბაიჯანსა და უნგრეთს შორის ბუნებრივი გაზის სექტორში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს აზერბაიჯანმა ჯამში 22 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის გაზი გაიტანა ექსპორტზე, რაც წლიურად 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ევროპაში გაზის ექსპორტი კი ქვეყანამ 11.4 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზარდა.

2022 წლის ივნისში ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გაზის იმპორტის საკითხზე ხელმოწერილ მემორანდუმი 2027 წლისთვის ევროკავშირისთვის წლიურად სულ მცირე 20 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის მიწოდებას ითვალისწინებს. ევროკომისიის ინფორმაციით, აზერბაიჯანისგან უკვე იღებენ გაზრდილი მოცულობით გაზს, რამაც 2021 წელს 8.1 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები