რუსეთი აზერბაიჯანთან სამოკავშირეო ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის მიწერილ წერილშია ნათქვამი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის მისალოცად გაუგზავნა.
„ბაქოსთან სამოკავშირეო ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შემდგომშიც ყველა სფეროში პროდუქტიული ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას და ასევე რეგიონულ საკითხებში ძალისხმევის კოორდინირებას გავაგრძელებთ“, - ნათქვამია წერილში.
პუტინის წერილში აღნიშნულია, რომ ასეთი ურთიერთობა რუსეთისა და აზერბაიჯანის ხალხის ინტერესების შესაბამისად და სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და კასპიის ზღვის აუზში უსაფრთხოების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია.