აზერბაიჯანმა და ჩინეთმა უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
ამიერიდან, მათი მოქალაქეები ვიზის გარეშე ქვეყანაში დარჩენას ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში 3-ჯერ, 30 დღის ვადით შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის ლიდერებმა უვიზო რეჟიმის დაწესებაზე შეთანხმება ჯერ კიდევ აპრილში დადეს.
დოკუმენტი ძალაში დღეს შევიდა.
აზერბაიჯანული და ჩინური მხარეები ტურისტული და ბიზნეს კავშირების გაღმავებას მოელიან.




























