აზერბაიჯანმა კორონავირუსის წინააღმდეგ უკვე 411 000 ადამიანი აცრა. 9 მარტის მონაცემებით, ქვეყანას ყოველ 100 მოსახლეზე უკვე 4.2 დოზა ვაქცინა აქვს გაკეთებული.
Bloomberg-ის ცნობით, აზერბაიჯანის მოსახლეობის 4.1%-მა ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა უკვე მიიღო. ქვეყანაში დღიური ვაქცინაციის საშუალო მაჩვენებელს 14 988 დოზა წარმოადგენს. ამ დონის შენარჩუნების შემთხვევაში, აზერბაიჯანი მოსახლოების 75%-ის აცრას ორივე დოზით დაახლოებით 2 წელიწადსა და 6 თვეში შეძლებს.
საქართველოს მეზობელმა ქვეყანამ, ვაქცინაცია 18 იანვარს დაიწყო. აზერბაიჯანი ჩინურ ვაქცინა CoronaVac-ს იყენებს. როგორც ჩინური მედია აზერბაიჯანულ ჯანდაცვის სპეციალისტებზე დაწყრდნობით რამდნეიმე კვირის წინ წერდა, ჩინურ ვაქცინას სერიოზული გვერდითი ეფექტები არ გამოუვლენია.
ცნობისთვის, აზერბაიჯანში კოვიდინფიცირების ჯამური შემთხვევების რაოდენობა 237 775-ია, დღეს ზრდა 515 იყო. ქვეყანაში ვირუსს 3 257 ადამიანი ემსხვერპლა.




























