მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზერბაიჯანში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში 17:00 საათისთვის 33.8%-იანი აქტივობაა

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში მე-7 მოწვევის პარლამენტის, იგივე მილი მეჯლისის ვადამდელი არჩევნები მიმდინარეობს.

საპარლამენტო არჩევნებზე 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 33,82% შეადგინა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სამდივნოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ფარიდ ორუჯოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები 6478 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს. არჩევნებზე 125 მანდატისთვის 990 კანდიდატი იბრძვის. საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეების რაოდენობა 6 421 960 ადამიანს შეადგენს. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესს 598 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. ადგილობრივი დამკვირვებლების რაოდენობა 112 749 ადამიანს შეადგენს. ხმის მიცემა 19:00 საათზე დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას VI მოწვევის მილი მეჯლისის (პარლამენტის) დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები