მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანთან და სომხეთთან დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალის ასაშენებლად ₾750-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

გზა მაგისტრალი ავტობანი

საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერები საქართველოს სომხეთთან და აზერბაიჯანთან დაკავშირებისთვის. ახალი მაგისტრალების მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკის 250 მილიონი ევროს სესხით (747 მილიონი ლარით) ფინანსდება.

ახალი მაგისტრალები ქალაქ რუსთავში დაიწყება და ის წითელი ხიდისა და სადახლოს მიმართულებით აშენდება.

"რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს საგზაო მონაკვეთები აღმოსავლეთ-დასავლეთის და სამხრეთ-ჩრდილოეთის საერთაშორისო საავტომობილო დერეფნების შემადგენელი ნაწილია, რომელიც საქართველოს აკავშირებს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებთან.

პროექტის მიხედვით, საერთო ჯამში, აშენდება 61.3 კმ, 4 ზოლიანი, გარე განათების სისტემით უზრუნველყოფილი ბეტონის ჩქაროსნული გზა, 26 ხიდითა და 11 სატრანსპორტო კვანძით, სადაც დაცული იქნება საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელი მოთხოვნა.

საგზაო მონაკვეთების მშენებლობა დაყოფილია 4 ლოტად, რაზეც გამოცხადდა ორი ტენდერი. სამშენებლო სამუშაოები 2025 წელს დაიწყება და ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან, ეტაპობრივად, 30 თვეში დასრულდება,"- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები