ეთნიკურად სომეხი სეპარატისტები, ყარაბაღის რეგიონში რუსეთის შეთავაზებას, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, დათანხმდნენ. აზერბაიჯანის საომარი მოქმედებების დაწყებიდან 24 საათში რეგიონში დაიღუპა რამდენიმე ათეული და დაშავდა ასობით ადამიანი.
ყარაბაღში სომეხმა სეპარატისტებმა განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის მხარემ სომხეთის თავდაცვის ხაზი გაარღვია და რამდენიმე სტრატეგიული საგზაო მონაკვეთი თუ ბორცვი დაიკავა ისე, რომ დარჩენილ მსოფლიოს არაფერი გაუკეთებია.
თვითგამოცხადებულმა არაქსის რესპუბლიკამ განაცხადა, რომ ამ ვითარებაში, სომხურ მხარეს სხვა არჩევანი არ ჰქონდა, გარდა ოთხშაბათს 13:00 საათიდან ცეცხლის შეწყვეტისა.
“არაქსის რესპუბლიკის ხელისუფლება თანხმდება რუსეთის შემოთავაზებას, ცეცხლის შეწყვეტით მშვიდობიანი ვითარება აღდგეს”, - ნათქვამია სახელმწიფო განცხადებაში.
ოფიციალური ბაქო ადასტურებს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება მიღწეულია. მათი ცნობით, რუსულმა მშვიდობისმყოფელებმა ყარაბაღელ სომხებს ცეცხლის შეწყვეტის უპირატესობა გააცნეს, თუმცა შეთანხმების პირობები სრულად ჩამოყალიბებული არ არის.
აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში “ანტიტერორისტული ოპერაცია” (როგორც ამას თავად უწოდებენ) გუშინ მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე აზერბაიჯანელი სამხედრო მთიან რეგიონში თავდასხმის შედეგად დაიღუპა.