2023 წლის 9 თვეში საქართველოდან უცხოეთში 4.6 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 12.7%-ით მეტია. ექსპორტის ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მატებაა, რამაც უკვე 1.56 მილიარდი დოლარი შეადგინა (ზრდა $972 მლნ), თუმცა შემცირებულია სპილენძის მადნების ექსპორტი $315 მლნ-ით და ფეროშენადნობების ექსპორტი $291 მილიონით. ზრდა აღინიშნება ღვინის, სპირტიანი სასმელების, ელექტროენერგიის, მინერალური წყლების და სხვა საქონელის ექსპორტი. რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით ექსპორტში #1 ადგილს აზერბაიჯანი იკავებს, მეორე პოზიციას სომხეთი, მესამეს კი რუსეთი იკავებს. საქართველოს 10 მთავარ საექსპორტო პარტნიორ ქვეყანას შორის EU-ს წევრი მხოლოდ ბულგარეთია და ის მერვე ადგილს იკავებს.
საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი:
- აზერბაიჯანი - $632 მილიონი, ზრდა წინა წელთან 29.5%;
- სომხეთი - $525.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 64.4%;
- რუსეთი - $511.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 10%;
- ყაზახეთი - $503 მილიონი, ზრდა წინა წელთან 230%;
- ყირგიზეთი - $494 მილიონი, ზრდა წინა წელთან 897%;
- თურქეთი - $334 მილიონი, კლება წინა წელთან -5%;
- ჩინეთი - $267 მილიონი, კლება წინა წელთან -53.5%;
- ბულგარეთი - $212 მილიონი, კლება წინა წელთან -28%;
- უზბეკეთი - $77 მილიონი, ზრდა წინა წელთან 9.4%
- უკრაინა - $74 მილიონი, კლება წინა წელთან -63%.
ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ექსპორტის მატების მთავარი გამომწვევი მიზეზი სწორედ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ბუმია. ჩინეთში ექსპორტის შემცირება კი სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტის კლებას უკავშირდება.
მთლიანობაში საქართველოს ექსპორტის 64.4% დსთ-ს ქვეყნების ბაზრებზე მოდის, 12.3% ევროკავშირზე, 23.3% კი სხვა ქვეყნებზე.