მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აზერბაიჯანული ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში $3 მილიარდს აჭარბებს" - აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი

მიქაელ ჯაბაროვი

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში აზერბაიჯანული ინვესტიციების მოცულობა 3 მლრდ დოლარს აჭარბებს. ამის შესახებ მიქაელ ჯაბაროვმა საქართველო - აზერბაიჯანი - თურქეთის სამმხრივი ბიზნესფორუმის ოფიციალური გახსნის ღონისძიების შემდეგ განაცხადა, რომელიც სამი ქვეყნის 350-ზე მეტი დელეგატის მონაწილეობით წინანდალში გაიმართა. მის კომენტარს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„ჩვენ ერთმანეთთან დაკავშირებულნი ვართ არამხოლოდ გეოგრაფიით, არამედ საუკუნოვანი მშვიდობიანი თანაარსებობით, მეგობრობითა და ნდობით. შემთხვევითი არრის, რომ აზერბაიჯანული ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში 3ილიარდ დოლარს აჭარბებს და ასობით აზერბაიჯანული კომპანიაა წარმოდგენილი სხვადასხვა სექტორში - ტურიზმში, უძრავ ქონებაში, წარმოებაში, სოფლის მეურნეობასა და სხვა სფეროებში. ვფიქრობ, ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ პროექტები, რომლებიც ჩვენმა ქვეყნებმა ერთობლივად განახორციელეს ენერგეტიკული უსაფრთხოების, სატრანსპორტო დერეფნებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, დღეს ემსახურება არამხოლოდ ჩვენი ერების ინტერესებს, არამედ წვლილი შეაქვთ როგორც ფართო რეგიონულ, ისე ევროპულ ენერგოუსაფრთხოებასა და დაკავშირებადობაში“, - აღნიშნა ჯაბაროვმა.

მისივე თქმით, სამმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატი და ბიზნესწრეების ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზაზე.

ბიზნესფორუმის ორგანიზატორი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, თანაორგანიზატორები კი Azpromo (აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების სააგენტო) და Deik (თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები