დღეს აზიის საფონდო ბირჟებზე ძირითადად მზარდი დინამიკა დაფიქსირდა, რომლისაც სათავეში სამხრეთ კორეის ბაზარი ჩაუდგა.
არსებული ინფორმაციით, ინვესტორების განწყობა ხელოვნური ინტელექტის სექტორის მიმართ არსებულმა ოპტიმიზმმა და მსხვილი კომპანიების კვარტალური ანგარიშგებების მოლოდინმა გააუმჯობესა. სამხრეთ კორეის KOSPI-ს ინდექსი 5%-ზე მეტით გაიზარდა და რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა, ხოლო KOSDAQ-ის ინდექსმა 2%-იანი მატება აჩვენა.
ამასთან, იაპონიის Nikkei 225-ის ინდექსი 0.5%-ით გაიზარდა, ხოლო ჩინეთის CSI 300-ის მაჩვენებელი 0.15%-ით გაუმჯობესდა.
ამასთან, აზიური ბირჟების დადებითი დინამიკა უოლ-სტრიტზე დაფიქსირებულ ზრდას მოჰყვა, სადაც ამერიკულმა საფონდო ინდექსებმა სამდღიანი ვარდნის სერია დაასრულეს. აშშ-ის ბაზარზე სიტუაციის გაუმჯობესება 3M-ისა და General Motors-ის მოსალოდნელზე უკეთესმა კვარტალურმა შედეგებმა განაპირობა, რამაც კორპორაციულ სექტორთან დაკავშირებული შიშები შეამცირა.
პარალელურად, ტექნოლოგიურ სექტორში მზარდი ტენდენცია აღდგა და ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანიების აქციების ფასები გაიზარდა, რადგან ინვესტორებმა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ აქტივებში ინვესტირება განაახლეს.
რაც შეეხება ბაზრის შემდგომ დინამიკას, ბაზრის მონაწილეები განსაკუთრებულ ყურადღებას ტექნოლოგიური კომპანიების მენეჯმენტის განცხადებებს დაუთმობენ, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ხარჯებს, Cloud-ტექნოლოგიებზე მოთხოვნას, კორპორაციულ ბიუჯეტებსა და წლის მეორე ნახევრის პროგნოზებს ეხება, განსაკუთრებულ ფოკუსშია Google-ია, რომელმაც ფინანსური შედეგები ამაღამ უნდა წარმოადგინოს.




























