მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზიის საფონდო ბირჟებმა ბოლო 3 თვეში პირველად ყველაზე მაღალი მოგება დააფიქსირეს

5db6c2cd112bd
მიხეილ ხაჩიძე
28.10.19 15:50
799
აზიის საფონდო ბირჟებმა ორშაბათის ვაჭრობისას უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მოგება დააფიქსირეს. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, საფონდო ბირჟებზე პოზიტიური იმპულსის მთავარი მიზეზი ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო მოლაპარაკებების განახლებაა.

 

ამ დროის მონაცემებით, Nikkei 225-ის ინდექსი 0.3%-ით გაიზარდა და 22,862 პუნქტით განისაზღვრა. Topix-ის ინდექსს 0,1%-იანი მატება ჰქონდა და 1650 პუნქტს მიაღწია. შანხაის საფონდო ბირჟამ კი, 0.6%-იანი ზრდა დააფიქსირა.

 

შეგახსენებთ, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის რამდენიმეთვიანი მწვავე სავაჭრო დაპირისპირების შემდეგ, მხარეები მოლაპარაკების მაგიდას ცოტა ხნის წინ დაუბრუნდნენ. არის იმედები, რომ დისკუსიის შედეგად ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა შეთანხმებას მიაღწევს.



ჩინეთის მხრიდან მოლაპარაკებების მთავარმა მონაწილემ ვიცე-პრემიერმა ლიუ ჰემ გასული კვირის ბოლოს ადგილობრივ მედიასთან "მნიშვნელოვან პროგრესზე" ისაუბრა. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ეკონომიკურმა მრჩეველმა ლარი კუდლოუმაც გამოთქვა იმედი, რომ მსოფლიოს ორ წამყვან ეკონომიკას შორის შედეგი მიიღწევა. როგორც მან Fox Business Network- ს განუცხადა, თუ მოლაპარაკებები კარგად გაგრძელდება, დეკემბერში დაგეგმილი ტარიფის გაზრდა გაუქმდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები