რუსული ავიაკომპანია Azimuth, რომელიც პირველი იყო, რომელმაც თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენები განაახლა, ბათუმიდან და სოჭიდან ფრენებს იწყებს. კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ ბათუმი-მოსკოვის ხაზზე ფრენები 9 ოქტომბრიდან იწყება, ხოლო თბილისი-სოჭის მიმართულებით 11 ოქტომბრიდან.
BMG სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან ელის პასუხს, მიიღო თუ არა ფრენის ნებართვა Azimuth-მა. 2019 წლის შემდეგ მოსკოვი-თბილისის რეისზე პირველი ფრენა მიმდინარე წლის 19 მაისს რუსულმა სწორედ Azimuth-მა შეასრულა.
ეს შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ.
ამ დროისთვის მოსკოვი-თბილისის რეისზე ფრენების შესრულების ნებართვა ორ რუსულ და ერთ ქართულ ავიაკომპანიას აქვს.