მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაჩიაშვილს ედავებიან, რომ 8 წლის წინ თანხა მიითვისა, რეალურად საუბარია სესხზე, რომელიც უკვე გადახდილია - ადვოკატი

64a6fbe68216b
ალა ისპირიანი
06.07.23 21:17
8002
ბაჩიაშვილის ედავებიან, რომ 8 წლის წინ თანხა მიითვისა, რეალურად საუბარია სესხზე, რომელიც უკვე გადახდილია - ამის შეახებ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ლევან მახარაშვილის თქმით კითხვის ნიშნებს აჩენს, გამოძიება ახლა რატომ დაინტერესდა 8 წლის წინანდელ ამბავზე. მისივე განცხადებით, ის, რომ ბაჩიაშვილმა ინვესტორის ფული მიისაკუთრა, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა.

"ადამიანს ედავებიან, რომ მან მიითვისა ინვესტორის თანხა 2015 წელს, 8 წლის წინ. რეალურად, საქმეში წარმოდგენილია საბანკო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც უტყუარად დადასტურებულია წერილობით, რომ კომპანიამ ანუ ბაჩიაშვილის კომპანიამ მიიღო სესხი 5 მილიონი, ხოლო ერთი წლის შემდეგ გადაიხადა როგორც ეს 5 მილიონი სესხად აღებული თანხა, ასევე პროცენტი ასობით ათასი ლარი. ეს არის მტკიცებულებები, თუმცა დღეს ჩვენ გვიწევს იმის მტკიცება, დაცვის მხარეს, რომ რეალურად, მას პარტნიორი არ ჰყოლია.

ფაქტების შეფასებისას კიდევ უფრო ბევრ კითხვას აჩენს ის ფაქტი, რომ 8 წლის შემდეგ რატომ დაინტერესდა გამოძიება ამ ფაქტით, თან იმის გათვალისწინებით, რომ მთელი ეს პერიოდი, წლები, ბაჩიაშვილი მუშაობდა ისეთ კომპანიებში წამყვან თანამდებობებზე, რომლებიც ყოველთვის პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებული იყვნენ დღეს დაზარალებულთან. საქმის მასალების მიხედვით, მას ედავებიან, რომ თითქოს ინვესტორის ფული მიისაკუთრა, ოღონდ ეს გახლავთ ბატონო ივანიშვილის პოზიცია, - ამბობს ადვოკატი.


შეგახსენებთ: „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარის გირაო შეეფარდა.

მას ასევე, საქმის გამოძიების დასრულებამდე, ქვეყნის დატოვება აეკრძალა და მისი კუთვნილი საქართველოს და რუსეთის ფედერაციის პასპორტების საგამოძიებო უწყებისთვის ჩაბარება დაევალა. გიორგი ბაჩიაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქმე არ ეხება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას. კერძოდ, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები