მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაფეტის შემდეგ Berkshire-ი ფინანსურ დირექტორსაც ემშვიდობება

Berkshire Hathaway

ცნობილი ბიზნესმენის, უორენ ბაფეტის საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-ს ფინანსური აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ჰამბურგი 2027 წლიდან თანამდებობას დატოვებს და 40-წლიან კარიერას დაასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ოთხი ათწლეულის განმავლობაში ის ფინანსური მონაცემების წარდგენაზე იყო პასუხისმგებელი. ასევე, ზედამხედველობას უწევდა კომპანიის კაპიტალს და იყო კოორდინატორი Berkshire-ის შვილობილ კომპანიებსა და თავად საინვესტიციო გიგანტს შორის.

Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰამბურგს პოსტზე Berkshire Hathaway Energy-ს ფინანსური ხელმძღვანელი, ჩარლს ჩანგი ჩაანაცვლებს. ის ახალ პოზიციას 2026 წლიდან ეტაპობრივად შეითავსებს.

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ გარდამავალი პერიოდი უმტკივნეულოდ ჩაივლის და მიმავალი ხელმძღვანელი ახალ ფინანსურ დირექტორს მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. ც

ნობისთვის, Berkshire Hathaway ამჟამად უმნიშვნელოვანეს პერიოდს გადის. კომპანიას ემშვიდობება ლეგენდარული ბიზნესმენი და ინვესტორი, უორენ ბაფეტი. სწორედ მისი გუნდის წევრი იყო მარკ ჰამბურგი, რომელიც Berkshire-ის ფინანსურ საკითხებს წლების განმავლობაში განაგებდა. სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში საინვესტიციო გიგანტს ბაფეტის კიდევ რამდენიმე თანამედროვე დაემშვიდობება და კომპანია სრულად გადავა ახალი ხელმძღვანელობის ხელში, რომლის სათავეშიც გრეგ აბელი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები