მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG: დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი გაუმჯობესდა

ბაგ
25.09.24 12:40
50

BAG ინდექსის მესამე კვარტლის კვლევის თანახმად, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 9.8 ქულით გაუმჯობესდა და 28.9 ქულა შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ დასაქმების ბარომეტრი ასახავს კომპანიების მოლოდინს მომავალ სამ თვეში დასაქმების სავარაუდო ცვლილების შესახებ.

მესამე კვარტალში, მონაცემები გაუმჯობესებულია ვაჭრობის, მრეწველობისა და მომსახურების სექტორებში, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს სექტორებში დაფიქსირებულ გაზრდილ გაყიდვებს როგორც მიმდინარე კვარტალში, ასევე, მომავალ კვარტალში არსებულ პოზიტიურ მოლოდინებს გაყიდვების მიმართულებით.

უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმებულთა რაოდენობასთან ერთად, კვლევის ანგარიშში ასევე განხილულია, კომპანიებში დასაქმებულთა ანაზღაურების დინამიკაც. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2024 წლის მესამე კვარტალში კომპანიების 25%-მა გაზარდა დასაქმებულთა ხელფასები, სადაც სექტორებს შორის, მშენებლობის სექტორი გამოირჩევა. კერძოდ, სექტორში გამოკითხული კომპანიების 36%-მა გაზარდა დასაქმებულთა ანაზღაურება მიმდინარე კვარტალში.

საგულისხმოა ასევე, რომ გამოკითხულთა 92%-ის განცხადებით, აღნიშნული სახელფასო ზრდა 0-20%-იან შუალედში დაფიქსირდა.

ინფორმაციისთვის, BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს ყოველკვარტალურად.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები