მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 51-ე და 52-ე დადგენილებებში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება

BAG
07.10.24 11:55
180

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია პოზიტიურად აფასებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას 51-ე და 52-ე დადგენილებების ამოქმედების გადავადებასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ეს იყო დროული და გონივრული გადაწყვეტილება როგორც ბიზნეს სექტორის, ასევე მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე.

როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული დადგენილებები აწესებს როგორც მზა ფარმაცევტული პროდუქციის, ასევე ადგილობრივი წარმოებისთვის აუცილებელი აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების საქართველოში იმპორტის ახალ სტანდარტებს.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული დადგენილებების გადავადების თავდაპირველად დათქმულ ვადა, კერძოდ 2024 წლის 1 ოქტომბერი, შეიცავდა ფარმაცევტულ ბაზარზე პროდუქციის დეფიციტის შექმნის რისკებს, ვინაიდან ადგილობრივი წარმოება ვერ მოასწრებდა ახალ სტანდარტებთან ადაპტირებას.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ფარმაცევტულ სექტორში მოღვაწე კომპანიებთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკების პროცესში, რათა ერთის მხრივ, დაცული ყოფილიყო მომხმარებლის ინტერესები, ხოლო მეორეს მხრივ ბიზნეს სექტორის, რომელიც დადგენილ ვადაში ვერ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას.

როგორც ამას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოცდილება და პრაქტიკაც აჩვენებს, ხელისუფლებასთან კონსტრუქციული და პროფესიული კომუნიკაცია, დიალოგი და თანამშრომლობა აძლიერებს როგორც ბიზნეს სექტორს, ასევე მთლიანად ჩვენს სახელმწიფოსა და მის ეკონომიკას, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება ჩვენი მოსახლეობის ინტერესებსა და კეთილდღეობაზე“ ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები