მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG ინდექსი: კადრების მწვავე დეფიციტის მიუხედავად, დასაქმების მიმართულებით კომპანიებში პოზიტიური განწყობები შენარჩუნებულია

648ab6ebcc2c5
BM.GE
15.06.23 10:59
600
BAG ინდექსის 2023 წლის მეორე კვარტლის შედეგების მიხედვით, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელმა 41.9 ქულა შეადგინა, რაც წინა კვარტლის მონაცემთან შედარებით 7.9 ქულით არის გაუმჯობესებული.



მიმდინარე კვარტალში, მონაცემები მზარდია ოთხივე სექტორში, თუმცა გამოსაყოფია მრეწველობისა და მშენებლობის სექტორები, სადაც მაჩვენებლები წინა კვარტალთან შედარებით 20.5 და 13.0 ქულით არის გაზრდილი. აღნიშნულს, შესაძლოა განაპირობებდეს სექტორებში არსებული მოლოდინები გაყიდვების ზრდასთან დაკავშირებით, რაც გამოკითხული კომპანიების 64%-მა და 73%-მა დაასახელა.



უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმებულთა რაოდენობასთან ერთად, კვლევის ანგარიშში ასევე განხილულია, კომპანიებში დასაქმებულთა ანაზღაურების დინამიკაც. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2023 წლის პირველ და მეორე კვარტლებში კომპანიების 61%-მა და 32%-მა გაზარდა დასაქმებულთა ხელფასები, რაც სექტორულად თუ განვიხილავთ, უმეტესად ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებში დაფიქსირდა.



საგულისხმოა ასევე, რომ გამოკითხულ კომპანიათა 85%-ის განცხადებით, აღნიშნული სახელფასო ზრდა 0-20%-იან შუალედში დაფიქსირდა.



ინფორმაციისთვის, BAG ინდექსის 2023 წლის მეორე კვარტლის კვლევა მომზადდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და PMC კვლევითი ცენტრის მიერ ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით.
კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები