მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოკითხულ კომპანიათა 40%-ში დასაქმებულთა რაოდენობა მზარდია - BAG

ახალგაზრდები

2024 წლის III კვარტალში, გამოკითხულ კომპანიათა 40%-მა განაცხადა, რომ მათთან დასაქმებულთა რაოდენობა მზარდია. რაც შეეხება 2024 წლის IV კვარტლის მოლოდინს, გამოკითხული კომპანიების 34% დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას ელის. თუმცა 61% არ აპირებს დასაქმებულთა რაოდენობის შეცვლას. ამის შესახებ BAG ინდექსის განახლებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

„სექტორებს შორის, 2024 წლის III კვარტლის მდგომარეობით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორში ფიქსირდება. რაც შეეხება 2024 წლის IV კვარტლის მოლოდინს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ, ყველაზე პოზიტიური შეფასებით აქაც მშენებლობის სექტორი გამოირჩევა“, - წერია მიმოხილვაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ დაასრულა BAG ინდექსის კვლევაზე მუშაობა, რომლის შედეგების თანახმად, 2024 წლის III კვარტალში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი წინა კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით 19.3 ქულით გაუმჯობესდა და 44.8 ქულა შეადგინა.

ინფორმაციისთვის, BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები