მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG მიესალმება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას საპროცენტო განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით

BAG
BM. GE
03.08.23 12:08
50
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას საპროცენტო განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით.

როგორც ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, იმ ფონზე როდესაც ინფლაციის მაჩვენებლები უკვე სამიზნეზე დაბალია და ინფლაციის მოთოკვის თვალსაზრისით ვითარება ნორმალიზებულია, აღნიშნული გადაწყვეტილება დროული და გონივრულია.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარდა მიმდინარე გადაწყვეტილებისა, წარმოდგენილია საშუალოვადიანი პროგნოზიც, კერძოდ,  წლის ბოლოს 9.5%-მდე განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით, ხოლო მომდევნო პერიოდში, ნავარაუდევია დაახლოებით 7%-იან ნეიტრალურ დონემდე განაკვეთის დაწევა.

საპროცენტო განაკვეთების თანდათანობითი შემცირება, თავისთავად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, რადგან ერთის მხრივ, იზოგება ხარჯები, მეორეს მხრივ, კი აღნიშნული უფრო მეტი ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა, ქმნის პოზიტიურ განწყობებს და სიგნალს აძლევს ბიზნესს, რომ დამატებით მოიზიდოს საინვესტიციო კაპიტალი.

შესაბამისად, ზემოხსენებული გადაწყვეტილება, განსაკუთრებით პროგნოზის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ წაახალისებს ბიზნეს აქტივობას, შექმნის მეტ სამუშაო ადგილს, გამოიწვევს მეტ დაკრედიტებას და რაც მთავარია, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ ზრდას.

აქვე მიგვაჩნია, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილება, სხვა თანაბარ პირობებში, არ და ვერ გამოიწვევს ლარის გაუფასურებას, ვინაიდან მაკროეკონომიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და ძლიერია, მათ შორის სტაბილურია სავალუტო შემოდინებები. ასევე მივესალმებით, საჭიროების შემთხვევებში, ორმხრივ სავალუტო ინტერვენციებს, რადგან ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ლარის სტაბილური კურსი ეკონომიკურ გარემოს ბევრად უფრო სტაბილურს, პროგნოზირებადს და განჭვრეტადს ხდის. ამის ძალიან ნათელი და ცხადი მაგალითია ბოლო პერიოდში გამყარებული და სტაბილური ლარის კურსი, რამაც ბიზნესის განწყობებზე, მოლოდინებზე და შესაბამისად ეკონომიკური ზრდის პარამეტრებზე განსაკუთრებულად პოზიტიური ზეგავლენა მოახდინა"- ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში", - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები