მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაღდადში აშშ-ის საელჩოსთან სარაკეტო თავდასხმა მოხდა, რაკეტები ჩამოვარდა ავიაბაზაზეც

5e10eabe14469
BM.GE
04.01.20 23:30
2824

Reuters-ის ინფორმაციით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადთან ახლოს ნაღმტყორცნით განხორციელებული შეტევის შედეგად 5 ადამიანი დაიჭრა. თავდასხმას ადგილორბივი პოლიცია უკვე იძიებს, ამ დროისთვის უცნობია ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ არის აღნიშნულ შემთხვევაზე პასუხისმგებელი.

მანამდე, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა სააგენტოს განუცხადეს, რომ ბელედის ავიაბაზაზე, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები იმყოფებიან, ორი რაკეტა აფეთქდა.

დღესვე გავრცელდა კიდევ ერთი ინფორმაცია ინფორმაცია, რომ სარაკეტო თავდასხმა მოხდა ბაღდადში აშშ-ის საელჩოს მიმდებარედ, არსებულ "მწვანე ზონაში".

დღის განმავლობაში ერაყის დედაქალაქში საპროტესო გამოსვლები მიმდინარეობდა. ქუჩაში გამოსული ერაყელები ყასემ სოლეიმანის მკვლელობას აპროტესტებდნენ. ირანელი გენერალი აშშ-ის სარაკეტო თავდასხმის დროს გუშინ, 3 იანვარს მოკლეს.

სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ, ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამინეი გენერლის მკვლელებს სასტიკი და დაუნდოებელი შურისძიებით დაემუქრა. გამწვავებული ვითარებისა და მოსალოდნელი წერტილოვანი დაპირისპირების ფონზე, აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3 500 ჯარისკაცს აგზავნის.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები