მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაგებში მდინარე ვერე ადიდდა

ვერე

საქართველოს რამდენიმე რეგიონში, ძლიერმა წვიმამ წყალმოვარდნები გამოიწვია.

ადიდებული მდინარეების და უხვი ნალექის შედეგად სტიქიის ზონად იქცა ქვემო ქართლი, განსაკუთრებით მარნეული, იმერეთის რიგი მუნიციპალიტეტები, კახეთი, მცხეთის მუნიციპალიტეტის არაერთი სოფელი და დაბა. ადიდებულია მდინარე ვერეც.

როგორც bm.ge-ის საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადიდებულ მდინარეში ჩარჩენილი 1 მოქალაქე და 1 მანქანა იყო. მოქალაქე მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

საქართველოს რამდენ ადგილას იყო სტიქია, საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები