მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაღდათისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ₾1.6 მლნ ლარი გამოეყოთ

ბაღდათი

ბაღდათისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებს, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, 2026 წლის ბიუჯეტიდან ₾1 625 000 ლარი გამოეყოთ - შესაბამისი განკარგულება "ოცნების" პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმოწერით 29 იანვრითაა დათარიღებული.

განკარგულების თანახმად, ბაღდათის მუნიციპალიტეტს ₾1.5 მილიონი ლარი გამოეყო, სამტრედიის მუნიციპალიტეტს კი - ₾125 ათასი ლარი. ამასთან, მუნიციპალიტეტებს მორჩენილი თანხის სხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ მიმართვა შეუძლიათ.

"1. სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს არაუმეტეს 1 625 000 (ერთი მილიონ ექვსას ოცდახუთი ათასი) ლარისა, კერძოდ:

ა) ბაღდათის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარისა;

ბ) სამტრედიის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 125 000 (ას ოცდახუთი ათასი) ლარისა.

2. მუნიციპალიტეტებს მიეცეთ უფლება, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი თანხიდან მორჩენილი ეკონომია მიმართონ სხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ამ განკარგულების საფუძველზე, თანხების გადარიცხვა განახორციელოს მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვებზე გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად", - წერია განკარგულებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები