მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის გადაწყვეტილებით, ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურა კერძო ოპერატორებს 1 ლარად გადაეცემათ

გაზი

მთავრობის განკარგულებით, ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გაზმომარაგების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გაზის ინფრასტრუქტურის პრივატიზება სიმბოლურ ფასად, 1 ლარად განხორციელდება.

კერძოდ, 4 სექტემბრის განკარგულებაში წერია, რომ „საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ და „კ“
ქვეპუნქტების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშესაწყობად, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის (ინფრასტრუქტურის) განთავსების
სალიცენზიო არეალში, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მის მიმდებარე სალიცენზიო არეალში არსებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის მესაკუთრისათვის, ბუნებრივი გაზის
გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ განაწილების საქმიანობის განხორციელების მიზნით, შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ შექმნილი და სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემული, ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის პირდაპირი მიყიდვის ფორმით
პრივატიზებისას, საპრივატიზებო თანხა განისაზღვროს 1 ლარის ოდენობით.

გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ აშენებული და სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემული ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურა პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცემა იმ კერძო კომპანიებს (გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს), რომლებიც შესაბამის სალიცენზიო არეალში განაწილების საქმიანობას ახორციელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები