2026 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტში ნავთობიდან და ბუნებრივი აირიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 17.2%-ით შემცირდა და 5.47 ტრილიონი რუბლი ($67.7 მლრდ) შეადგინა.
რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ენერგეტიკულ სექტორში მიღებულმა ზარალმა $14.1 მილიარდი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ შემოსავლების კლებამ ცხრათვიანი საბიუჯეტო დეფიციტი $64.27 მილიარდამდე გაზარდა. ამის გამო, მთავრობამ წლის ბოლოსთვის ბიუჯეტის დეფიციტის პროგნოზი მშპ-ის 1.6%-დან 3.2%-მდე გააორმაგა.
როგორც ირკვევა, საბიუჯეტო შემოსავლები საგრძნობლად შეამცირა ეროვნული ვალუტის გამყარებამ. როგორც ცნობილია, რუსული კომპანიები საექსპორტო შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ, საგადასახადო ვალდებულებები კი რუბლში აქვთ განსაზღვრული.
როგორც მედია წერს, ვითარება შიდა ბაზარზე ფასების შესაკავებლად მოქმედმა დემპფერის მექანიზმმაც გაართულა. ამ სქემის ფარგლებში მთავრობამ გადასამუშავებელ საწარმოებს სექტემბერში $3.78 მილიარდის სუბსიდია გადაუხადა. საყურადღებოა, რომ ეს თანხა 2022 წლის აპრილის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი ნიშნულია.
























