მთავრობამ გარემოს ეროვნულმა სააგენტოს ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტებში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის თანხმობა მისცა.
ახლა, სააგენტომ 13 202 ჰა ტერიტორიაზე მეურნეობის მოწყობისთვის აუქციონი უნდა გამოაცხადოს. ლიცენზია 30 წლით გაიცემა, ფასი 300 000 ლარია.
ლიცენზიის მიმღები ვალდებული იქნება:
- ლიცენზიის მიღებიდან 5 წლის ვადაში განახორციელოს 4 მლნ ლარის ინვესტიცია, მეურნეობის ფუნქციონირება-მოწყობისთვის სამონადირო მეურნეობის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად;
- ასევე, უნდა მოაწყოს ირმის და სხვა ცხოველების საშენი;
- მართვის გეგმის შესაბამისად, ყოველწლიურად უნდა გაუშვას ცხოველები ბუნებრივ გარემოში;
- დადგენილი კვოტების საფუძველზე, ყოველწლიურად უნდა უზრუნველყოს სანადირო სახეობების ყოველწლიური ამოღება ბუნებიდან;
- 1 წელში, უნდა განთავსდეს არა ნაკლებ 40 ფოტო-ხაფანგი და დასაქმდეს არანაკლებ 12 რეინჯერ-ეგერი;
- ვიზიტორებისთვის უნდა მოეწყოს საფეხმავლო და საცხენოსნო გზები, კოტეჯები და თავშესაფარი.
- უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტყეში ვიზიტორების გადაადგილება უსაფრთხოდ;
- დასაქმებულთა მინიმუმ 80% უნდა იყოს ადგილობრივი;
- ასევე, ლიცენზიანტმა, ადგილობრივ მოსახლეობას არ უნდა შეუშალოს ხელი ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის წარმოებაში;
- ხელი არ უნდა შეეშალოს მოსახლეობის მიერ ხე-ტყის მოპოვებას ლიცენზიის ფარგლებში.
ეს და სხვა 30-ზე მეტი კონკრეტული პირობა უნდა დააკმაყოფილოს ლიცენზიის მფლობელმა. ყველა პუნქტის შესრულების შემთხვევაში კი, სახელმწიფო ლიცენზიანტს ვადის 49 წლამდე გაგრძელებას ჰპირდება.