ბაჰრეინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
მისივე ცნობით, კორონავირუსი ირანიდან ჩამოსულ ბაჰრეინის მოქალაქეს გამოუვლინდა. ყველა ის პირი, ვინც კორონავირუსით დაინფიცირებულს ეკონტაქტებოდა, სამედიცინო ცენტრში, კარანტინშია მოთავსებული.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილია 8 მოქალაქე, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვმა 43 შეადგინა. ვირუსის გავრცელება ქალაქ ქომიდან დაიწო და რამდენიმე დღეში 4 ქალაქს მოედო, მათ შორის თეირანს.
აღსანიშნავია, რომ ირანის ხელისუფლებამ, დაახლოებით, 10 პროვინციაში სკოლები დახურა; სასწავლო პროცესი შეჩერებულია თეირანის უნივერსიტეტში; დროებით შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლაც.