მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Baia's homes - ინოვაციური მიდგომა უძრავი ქონების ბიზნესში

სექტემბერში გასაყიდი ფასი $1,244-ს გაუტოლდა, რაც წლიურ 6%-იან და თვიურ 1%-იან ზრდას შეადგენს. ამის შესახებ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ ყოველთვიური მიმოხილვაშია აღნიშნული. მიმოხილვის თანახმად, ბაზრის მოცულობამ $278 მილიონს მიაღწია, რაც წლიურ ჭრილში 23%-იანი ზრდაა . "2024 წლის სექტემბერში კვ.მ-ის საშუალო ფასი მთაწმინდასა და ვაკეში მცირედით ჩამორჩება $2000-ს. ახალი ბინების ფასი საგრძნობლად გაიზარდა ისანში, კრწანისსა და გლდანში. რაც შეეხება ძველი ბინების ფასს, ყველაზე მაღალი წლიური ზრდა დიდ დიღომსა და კრწანისში დაფიქსირდა", - წერია მიმოხილვაში. რაც შეეხება გასაქირავებელ ფასს, თიბისი კაპიტალის მიხედვით, სექტემბერში ფასი $11.4-ს გაუტოლდა, რაც 2023 წლის იმავე თვესთან შედარებით 9%-ით ნაკლებია, ხოლო 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით 1%-იანი კლება დაფიქსირდა. "2024 წლის სექტემბერში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები 9.6%-ს გაუტოლდა. 2024 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ნებართვა გაიცა 962 ათას კვადრატულ მეტრ საცხოვრებელი ფართობის მშენებლობაზე, რაც 9%-ით ჩამორჩება წინა წლის ამავე პერიოდს", - რას აჩვენებს საინვესტიციო ბანკის მონაცემები და როგორია არსებული დინამიკა უძრავი ქონების ბაზარზე?

სტუმარი: ბაია ტუგულაშვილი - Baia’s Homes, დამფუძნებელი;

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები