აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონის შეფასებით, სამარცხვინოა ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის მხრიდან "ქართული ოცნების" მიერ ქვეყნის ავტორიტარული ხელში ჩაგდების ლეგიტიმაცია. ამის შესახებ კონგრესმენი სოციალურ ქსელში წერს, რითაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმიანება.
"სამარცხვინოა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია "ქართული ოცნების" მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ავტორიტარულ ხელში ჩაგდების ლეგიტიმაციას ახდენს",- წერს ჯო უილსონი.
It is shameful that the Biden-Harris administration is legitimizing Georgian Dream’s authoritarian takeover of a freedom loving country. 🇺🇸🇬🇪 #MEGOBARI https://t.co/NCAjW58Nj8
— Joe Wilson (@RepJoeWilson) October 29, 2024
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქართველმა ხალხმა დემოკრატია მიიღო.
"გუშინ ქართველმა ხალხმა დემოკრატია მიიღო. ახლა საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, აღმოფხვრან ხარვეზები საარჩევნო პროცესში და საქართველო ევროატლანტიკური მომავლისკენ წაიყვანონ", - დაწერა ბლინკენმა.