მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, პუტინს უკრაინაში შეჭრა აქვს გადაწყვეტილი

6210207d9e43f
თამთა ჯიჯავაძე
19.02.22 02:37
1838
აშშ-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მისივე თქმით, ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ რუსული ძალები მომდევნო კვირებში უკრაინაში შეიჭრებიან. „ვფიქრობთ რომ ისინი უკრაინის დედაქალაქ კიევსაც ამოიღებენ სამიზნეში, სადაც 2.8 მლნ უდანაშაულო ადამიანი ცხოვრობს“, - განაცხადა ბაიდენმა.

მანამდე დასავლელმა ლიდერებმა, მათ შორის კანადის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, რუმინეთის, ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიის და NATO-ს ლიდერებმა სატელეფონო ზარის დროს რუსეთ-უკრაინის საკითხი განიხილეს. ისინი აცხადებენ, რომ NATO დაიცავს თავის აღმოსავლეთის საზღვარს.

პარალელურად, უკრაინა რუსეთს დონბასში ცრუ კრიზისის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს. პრორუსი სეპარატისტები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ უკრაინის მიერ მათზე თავდასხმა გარდაუვალია. ისინი ასევე ავრცელებენ ვიდეოს, სადაც მიუთითებენ რომ ის 18 თებერვალს არის ჩაწერილი და აცხადებენ, რომ უკრაინელები ბომბავენ, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაციას იწყებენ. თუმცა, ვიდეოს მეტამონაცემები გადაამოწმა BBC-მ და დაადგინა, რომ ის არა 18 თებერვალს, არამედ 16 თებერვალს იყო გადაღებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები