მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაიდენი ევროტურის ფარგლებში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოცხადებას გეგმავს

623a3a4106435
ალა ისპირიანი
23.03.22 00:58
1490
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებენ. ამის შესახებ The Hill-ი წერს.

„ევროპაში ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ჩვენს პარტნიორებს შეუერთდება რუსეთზე შემდგომი სანქციების დასაწესებლად და არსებული სანქციების გასამკაცრებლად, რათა უზრუნველვყოთ სანქციების მკაცრი აღსრულება“, - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა. თუმცა, მას სანქციებთან დაკავშირებით დეტალები არ დაუკონკრეტებია.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი მიმდინარე კვირას ბრიუსელში ევროპელ მოკავშირეებს შეხვდება და NATO-ს საგანგებო შეხვედრას დაესწრება. შემდეგ კი ვარშავაში გაემგზავრება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო უკვე არაერთი სანქცია დაუწესეს. სანქციები ვრცელდება რუსულ ბანკებსა და ოლიგარქებზე, ასევე სანქციების ფარგლებში რუსული ბანკი SWIFT-ის საერთაშორისო საბანკო სისტემიდან გაითიშა.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები