აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიაში ჩადის. როგორც ცნობილია, მას გერმანიაში მომავალ კვირას, პარასკევს ელოდებიან. გერმანული მედიის ცნობით, მზადება ამერიკის პრეზიდენტის დასახვედრად აქტიურ ფაზაშია.
ცნობისთვის, ბაიდენი გერმანიაში ჩასვლას 8 ოქტომბერს გეგმავდა, თუმცა ვაშინგტონში დარჩენა მოუწია ქარიშხალ "მილტონის" გამო.
ჯო ბაიდენი ბერლინში კანცლერ ოლაფ შოლცთან და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.