მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია თურქეთს ავიაგამანადგურებლების ყიდვას შეუზღუდავს - Bloomberg

Typhoon

გერმანიის კანცლერი, ოფალ შოლცი თურქეთისთვის თვითმფრინავების მიყიდვის გარიგების დაბლოკვას გეგმავს. Bloomberg-ის ინფორმაციით, შოლცის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანზე პოლიტიკური ზეწოლის გაზრდას ემსახურება.

მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ, ერდოღანი სიტყვით გამოვიდა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით კრიტიკული კომენტარები გაავრცელა. მისი განცხადებით, აშშ და NATO-ს წევრი სახელმწიფოები ჭკუიდან შეიშალნენ, რადგან ისინი ისრაელს ეხმარებიან და ამით ძალადობას უწყობენ ხელს.

ცხადია, თურქეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას დასავლელი ლიდერების მხრიდან აღშფოთება მოჰყვა, რადგან NATO-ს წევრი სახელმწიფოდან მსგავსი განცხადების მოსმენა ყველასათვის მოულოდნელი იყო. ამ დღის შემდეგ, დასავლელი ლიდერები ერდოღანის დასჯაზე არიან გადართულნი და გამონაკლისი არც გერმანიის კანცლერია.

ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც შოლცი გეგმავს, 20-მდე Eurofighter Typhoon-ის ტიპის ავიაგამანადგურებელს გაყიდვას უკავშირდება, რომლის შეძენაც თურქეთს უკვე დიდი ხანია სურს და ის საბოლოო კონტრაქტის გაფორმებისთვის ემზადება.

ზოგადად, Typhoon-ების გასხვისების საკითხში გერმანიას გადამწყვეტი სიტყვა აქვს, რადგან ქვეყანა უშუალოდაა ჩართული თვითმფრინავების წარმოების, მენეჯმენტისა და რეალიზაციის პროცესში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები