მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაიდენი კონგრესს უკრაინისთვის $33 მილიარდის გამოყოფის თხოვნით მიმართავს

626b87dc5cfc0
მარიამ ვარადაშვილი
29.04.22 10:52
618
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინის დასახმარებლად 33 მილიარდი დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა. Reuters წერს, რომ ამ თანხიდან 20 მილიარდი დოლარი იარაღსა და სხვა სამხედრო დახმარებაა, 8.5 მილიარდი დოლარი კი პირდაპირი ეკონომიკური დახმარება იქნება, ხოლო 3 მილიარდი დოლარი ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება.

“ეს კანონპროექტი გვჭირდება იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში”,-განაცხადა ბაიდენმა კონგრესისთვის გასაგზავნ მოთხოვნაზე ხელის მოწერის შემდეგ.

უკარაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბაიდენს პირადად გადაუხადა მადლობა კანონპროექტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ კონგრესი მას სწრაფად დაამტკიცებს მას.

თანხის გარდა ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესს სთხოვს რუს ოლიგარქებს აშშ-ში უფრო მეტი აქტივი ჩამოერთვათ და ის ფულის სახით უკრაინას გადაეცეს.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რასაც კრემლი “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს, აშშ-ს მიერ უკრაინის სამხედრო დახმარებამ 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები