აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართავს უკრაინის დასახმარებლად $350 მლნ-მდე გამოყოს. საუბარია უკრაინის დახმარებაზე თავდაცვის და უსაფრთხოების ნაწილში.
CNN-ის ცნობით, ეს რიგით მესამე მსგავსი გადაწყვეტილებაა, წინა ინსტრქციები $60 და $250 მლნ-ის გამოყოფას ითვალისწინებს.
გამოცემის ინფორმაციით, ახალი დახმარების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას უფრო მეტი დეტალით მალე გამოაქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია ახალ დახმარებასთან დაკავშირებით მას შემდეგ გავრცელდა, რაც პრეზიდენტებს - ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის 40-წუთიანი საუბარი გაიმართა.




























