ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, მზადდება კიდევ უფრო მძლავრი ეკონომიკური სანქციები, რომელიც მძიმედ დააწვება რუსეთის ეკონომიკას.
ბაიდენის თქმით, რუსული რუბლი 50%-ითაა გაუფასურებული. „1 რუბლი 1 ამერიკულ პენზე ნაკლები ღირს. ცენტრალური ბანკი ვერ ახერხებს რუბლის ღირებულების შენარჩუნებას. ჩვენ გავთიშეთ რუსეთის ბანკები საერთაშორისო საფინანსო სისტემებისგან. ვზღუდავთ რუსეთის წვდომას ტექნოლოგიებთან და ეს ყველაფერი ასუსტებს რუსეთის ეკონომიკას“, - განაცხადა ბაიდენმა.
მან კერძო კომპანიების როლზეც ისაუბრა, რომლებიც მოთხოვნის გარეშე ტოვებენ რუსულ ბაზარს.
„კერძო სექტორი ერთიანია შეხედულებაში და რუსულ აგრესიულ ქმედებას ეწინააღმდეგება. რუსმა ოლიგარქებმა პასუხი უნდა აგონ თავიანთნ დანაშაულებზე. ოლიგარქებს ფუფუნების საგნები - იახტები თუ სხვა ძვირადღირებული ქონება უნდა ჩამოერთვათ; სადღაც წავიკითხე, რომ ერთ-ერთი იახტის ღირებულება რამდენიმე ათეული მილიონი დოლარია“, - თქვა ბაიდენმა.




























