საინვესტიციო ჰოლდინგმა, Bain Capital-მა 4.5 მილიარდ დოლარად ფინანსური პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელი კომპანია Envestnet-ი შეისყიდა.
Envestnet-ის პროგრამულ უზრუნველყოფას აშშ-ის 20 უდიდესი ბანკიდან 16, ხოლო 50 უმსხვილესი საბროკერო ფირმიდან 48 იყენებს.
ინვესტიციის განხორციელებას ფინანსურად მხარს უჭერენ: Reverence Capital, BlackRock და Fidelity.
მოლოდინია, რომ ეს გარიგება Bain Capital-ის პორტფელს გააძლიერებს, რადგან მას დაემატება წამყვანი ფინანსური პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელი პლატფორმა, რომელიც ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.