წელს, ბაკურიანში ბინების გაყიდვა გაიზარდა. 2024 წლის მე-3 კვარტალში ბაკურიანში 352 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 51%-იანი ზრდაა, გაყიდვები ასევე გაზრდილია 9 თვის მონაცემებითაც. Galt & Taggart-ის ინფორმაციით, წლევანდელი წლის იანვარ-სექტემბერში სულ 800-მდე ბინა გაიყიდა, რაც დაახლოებით 17%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით. გაყიდული ბინების ჯამური ღირებულება 37 მლნ დოლარს აღემატება.
როგორც Galt & Taggart-ი წერს, ბაკურიანისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე ზომის ბინებმა [26-50 მ2] მთლიანი გაყიდვების 78.6% შეადგინა. ამასთანავე, გაყიდული ბინების 53.4% ბიუჯეტური ფასის სეგმენტიდან იყო [$1,000].
ბაკურიანში ამჟამად პირველად ბაზარზე 16 საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს. 2024 წლის მე-3 კვარტალში ბაკურიანში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 5.4%-ით გაიზარდა და მ2-ის ფასი 1 035-ს გაუტოლდა.