მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურიანში ბინების გაყიდვები შემცირდა, ფასი კი გაიზარდა - Galt & Taggart

ბაკურიანი ბინები

2023 წლის II კვარტალში ბაკურიანში 209 ბინა გაიყიდა, რაც გასულ წელს სამთო კურორტზე გაყიდული ბინების რაოდენობაზე 9.9%-ზე ნაკლებია, ხოლო კვარტალურად გაყიდვის მაჩვენებელი 10.7%-ითაა შემცირებული.

Galt & Taggart-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ბათუმის, ბაკურიანისა და გუდაურის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მეორე კვარტლის მიმოხილვის მიხედვით, 2023 წლის პირველ ნახევარში მცირე და საშუალო ზომის ბინებმა (26-80 მ2) ბაზრის 96.0% შეადგინა. ამასთან, გაყიდული ბინების უმეტესი ნაწილი საშუალო ფასის სეგმენტიდან ($801-1,200) იყო.

რაც შეეხება ბაკურიანში საცხოვრებელი ქონების ღირებულებას, 2023 წლის II კვარტალში კურორტზე ბინების საშუალო შეწონილი ფასი 1,112 დოლარი იყო. ბინები წლიურად 0.9%-ით გაიზარდა.

მიმოხილვის მიხედვით, ბაკურიანში მეორე კვარტალში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 8.3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიური 19.1%-იანი და კვარტალური 24.2%-იანი შემცირებაა.

Galt & Taggart-ის  მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ბათუმის, ბაკურიანისა და გუდაურის საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები დიდწილად დამოკიდებულია უცხოელ მყიდველებზე. შესაბამისად, ეს ბაზრები კოვიდპანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა.

2022 წელს ამ ბაზრებზე უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაზარდა ტურიზმის აღდგენამ და მიგრანტების ნაკადმა, რამაც უძრავი ქონების ფასების ზრდა გამოიწვია. ამ ფაქტორებთან ერთად ფასების ზრდაზე იმოქმედა გაზრდილმა ხარჯებმა (სამშენებლო მასალები, ხელფასები და მიწა). აღსანიშნია, რომ 2023 წლის დასაწყისიდან საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შენელდა, თუმცა ფასები კვლავ მაღალ ნიშნულზეა.  ამჟამად ბათუმში 167 პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს, ბაკურიანში – 18, ხოლო გუდაურში – 9. ჩვენ ველით, რომ მდგრადი მიწოდება და სამშენებლო მასალების დასტაბილურებული ფასები შეანელებს ფასების ზრდას ამ რეგიონებში.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები