მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

III კვარტალში ბაკურიანსა და გუდაურში ბინების გაყიდვები შემცირდა - Galt & Taggart

ბაკურიანი ბინები

2023 წლის III კვარტალში ბაკურიანში 233 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 35%-იანი კლებაა (2022
წლის მე-3 კვარტალის რეკორდულად მაღალი ბაზის გამო), ხოლო კვარტალურად 11.5%-იანი ზრდა.

Galt & Taggart-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ბათუმის, გუდაურისა და ბაკურიანის საცოხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 2023 წლის 9 თვეში, ბაკურიანისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე და საშუალო ზომის ბინებმა (26-80 მ2) მთლიანი გაყიდვების 95.5% შეადგინა.

ამასთანავე, გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი საშუალო ფასის სეგმენტიდან იყო ($801-1,200). ბაკურიანში ამჟამად სულ 19 დეველოპერული პროექტი მიმდინარეობს და მათი უმეტესობა (9
პროექტი) კოხტას მთის მიმდებარედ მდებარეობს. 2023 წლის მე-3 კვარტალში ბაკურიანში ბინების
საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 5%-ით გაიზარდა. ბაკურიანში გაყიდული ბინების ჯამურმა
ღირებულებამ 10.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 32.2%-იანი კლებაა (2022 წლის მე-3
კვარტალის რეკორდულად მაღალი ბაზის გამო), ხოლო კვარტალურად 13.5%-იანი ზრდა.

რაც შეეხება გუდაურს, 2023 წლის მე-3 კვარტალში გუდაურში 98 ბინა გაიყიდა რაც წლიურად 14.8%-იანი კლებაა. 2023 წლის 9 თვეში, მცირე ზომის ბინებმა (26-50 მ2) მთლიანი გაყიდვების 87.0% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ბათუმსა და ბაკურიანთან შედარებით, მთლიან გაყიდვებში მცირე ზომის ბინების ყველაზე მაღალი წილი გუდაურს აქვს.

ამასთანავე, გაყიდული ბინების ნახევარზე მეტი მაღალი ფასის სეგმენტიდან იყო ($1,201-1,800).
2023 წლის III კვარტალში გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 2.8%-ით
გაიზარდა. გუდაურში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 4.8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც
წლიურად 6.6%-იანი კლებაა, ხოლო კვარტალურად 19.9%-იანი ზრდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები