მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურიანში საბაგიროები ჩაირთო, თუმცა კურორტზე თოვლი არ არის

61cd98ade8931
ვიქტორია მღებრიშვილი
30.12.21 15:44
1761
"დამსვენებლებს, რომელთაც ბაკურიანის პანორამული ხედებით დატკბობა სურთ, უკვე შეუძლიათ საბაგიროებით სარგებლობა" - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია ავრცელებს.

მათი ცნობით, ყოველ დღე, 10:00დან 17:00 საათამდე, შემდეგი საბაგიროები იმუშავებს: დიდველზე: ნოდო და სლალომი; კოხტაზე: კოხტა 1 და კოხტა 2;

საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განმარტავენ, რომ არასაკმარისი თოვლის გამო, ამ ეტაპზე, სასრიალო გზები არ არის გახსნილი არ არის, ამიტომ საბაგიროებით სარგებლობას მხოლოდ ფეხით მოსიარულეები შეძლებენ.

BM.GE-მ მთის კურორტების განვითარების კომპანიას კითხვით მიმართა - რატომ არ ირთვება ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რაზეც უწყებიდან შემდეგი პასუხი მიიღო: „გათოვლიანებას შესაბამისი ყინვა სჭირდება, ამინდმა ხელი უნდა შეგვიწყოს. სისტემები პრაქტიკულად ყოველ ღამე ირთვება, თუმცა დღის ტემპერატურა არ იძლევა იმის საძუალებას, რომ თოვლი შენარჩუნდეს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები