მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე მოძრაობა დღეიდან დროებით შეიზღუდება

გზა
05.06.24 15:57
241

დღეიდან, ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების განმარტებით: "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაკურციხე-წნორის შემოვლითი ახალი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, საჭიროა განხორციელდეს ბაკურციხე-გურჯაანი-ჩუმლაყის და ბაკურციხე-წნორის სატრანსპორტო კვანძის დაერთების სამუშაოები, რისთვისაც საჭიროა ერთი კვირის განმავლობაში ბაკურციხე-გურჯაანის საავტომობილო გზის დაკეტვა, რათა სამუშაოების წარმოება განხორციელდეს უმოკლეს დროში მოძრაობის უსაფრთხოების სრული დაცვით. აღნიშნულ პერიოდში საავტომობილო მიმოსვლა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის გამოყენებით".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები