მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბალანსირებული მართვის პრინციპები საქართველოში დარღვეულია - ბიძინა კულუმბეგოვი

61156d4cb76ed
BM.GE
12.08.21 23:10
792
"ბალანსირებული მართვის პრინციპები საქართველოში დარღვეულია,"-   ვაქცინაციის ეროვნული საბჭოს წევრმა და ალერგოლოგ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვი. გადაცემა Forbes Talks-ის ეთერში კულუმბეგოვმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიური ვითარების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანას "ბალანსირებული მართვა" არ შეუძლია.

"ბალანსირებული მართვის პრინციპები საქართველოში დარღვეულია, ჩვენ ამ სამიზნე (მოსახლეობის 60%-ის აცრის) მაჩვენებლამდე ახლოსაც კი არ ვართ. ჩვენ სამიზნე მოსახლეობის 10% გვყავს აცრილი, ეს ძალიან ცოტაა. WHO-ს ევროპის დირექტორი ჰანს კლუგე ქვეყნებს მოუწოდებდა და მოუწოდებს, რომ 30%-ის აცრამდე არც იფიქროთ შეზღუდვების შემსუბუქებაზე, შემდეგ მოსახლეობის 40%-ის აცრაზე უფრო მშვიდათ იყავით და 60%-ზე კიდევ უფრო გათამამდით. ჩვენ რეალურად ეს ბალანსირება ვერ შევძელით. ბრიტანეტში, სადაც მოსახლეობის 73% არის ორჯერადად აცრილი, ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა საშუალოდ 30 ათასია, და 30 ათასი როდესაც იყო ახალი შემთხვევები იანვარში, მაშინ მათ ჰქონდათ დღეში 700-800 გარდაცლების შემთხვევა. დღეს ბრიტანეთში 30,000 ავადობის მიუხედავად ვირუსით დაიღუპა 39 ადამიანი. იმაზე უფრო ნაკლები, დაიღუპა 60-მილიონიან ბრიტანეთში, ვიდრე 3-მილიონიან საქართველოში. რა თქმა უნდა ეს გვინდა ჩვენც.

დღეს ლაპარაკია იმაზე, რომ არ მოხდეს გადატვირთვა ჰოსპიტალური სექტორის. თუკი ჩვენ სრული დისბალანსი წარმოგვექმნა პაციენტების რაოდენობასა და ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობებს შორის, რადგან მარტო საწოლი ხომ არ არის, პაციენტს ექიმი უნდა, მედდა და სანიტარი. რაც არ უნდა საველე ჰოსპიტლები მოვაწყოთ. შესაბამისად ბალანსირებული მართვის პრინციპები არაა. მაგალითად, მეზობელ აზერბაიჯანში სრულიად მართვადი პანდემიაა უკვე და მოსახლეობის 28% უკვე აცრილია,"- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.


ბოლო 24 საათში ქვეყანაში 25,933 აცრა ჩატარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. დღეისთვის ორჯერადად ვაქცინირებულია 218,167 ადამიანი, რაც მოსახლეობის 5.9%-ია, მინიმუმ ერთი დოზით კი აცრილია 497,752 ადამიანი, რაც მოსახლეობის 13.3%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები