მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბალანსისა” და B2C.GE-ის ინტეგრაცია - რა პრობლემის გადაწყვეტას სთავაზობს Cloud საბუღალტრო პროგრამა კომპანიებს?

b2c
14.12.23 17:45
2433

საქართველოში ელექტრონული კომერციის ბაზარი ყოველწლიურად იზრდება და ვითარდება. ქართული კომპანიები კი დღითი დღე უფრო მეტად ცდილობენ, თავიანთი პროდუქციაზე ცნობადობა და რეალიზება ელექტრონული არხების დახმარებით გაზარდონ. აღსანიშნავია ისიც, რომ TBC Capital-ის კვლევის თანახმად, e-commerce ბაზრის ზომამ 2022 წელს 1,3 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ინდუსტრიის სწრაფი ტემპით განვითარების მიუხედავად, კომპანიებისთვის ელექტრონული არხების განვითარება გამოწვევებთანაა დაკავშირებული. ამას ისიც ადასტურებს, რომ, TBC Capital-ის პუბლიკაციის თანახმად, 2023 წლის იანვრის მდგომარეობით, კომპანიათა მხოლოდ 14%-ს ჰქონდათ ვებგვერდი, არსებული ვებგვერდებიდან კი ონლაინ შეკვეთების განთავსებისა და გადახდის ფუნქციონალი მხოლოდ 18%-ს ჰქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ საკუთარი ვებსაიტი მსხვილ კომპანიათა 72%-ს აქვს, მცირე ზომის ბიზნესებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 13%-ია.

ბუნებრივია, დამატებით ხარჯებთან ერთად, ელექტრონული კომერციის დანერგვა კომპანიებისაგან ტექნიკურ, ლოგისტიკურ და იურიდიულ გამართულობას და გადახდის სისტემების მოწესრიგებას მოითხოვს, რაც არც თუ ისე მარტივი პროცესია.

სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ, საბუღალტრო და სააღრიცხვო პროგრამა “ბალანსმა” USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ქართულ e-commerce პლატფორმებთან ინტეგრაცია განახორციელა. "ბალანსი" პირველი ქართული საბუღალტრო პროგრამაა ქლაუდზე, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ნებისმიერ დროს ჰქონდეს წვდომა საკუთარ ბაზებთან ყველგან, სადაც ინტერნეტია.

“იმისათვის, რომ ელექტრონულ სამყაროში ღირსეულად იყოს წარმოდგენილი კომპანია, აუცილებელია, რომ ჰქონდეს გამართული სააღრიცხვო სისტემა. ინფორმაცია ფასების, ნაშთების, დასახელებისა თუ პროდუქტის სხვა მახასიათებლების შესახებ, ერთი მხრივ, თავმოყრილი უნდა იყოს საერთო ბაზაში და მეორე მხრივ, ეს ინფორმაცია უწყვეტად უნდა მიეწოდებოდეს ონლაინ პლატფორმებს.

“ბალანსში” გავაკეთეთ ინტეგრაცია, რომელიც ინფორმაციის ავტომატიზებულ გაცვლას გულისხმობს ორ პლატფორმას შორის. ანუ, თუკი გაქვს მაღაზია ონლაინ პლატფორმებზე და პროცესებს ბალანსში აღრიცხავ, მაშინ ინფორმაცია პროდუქტების დასახელებაზე, ფასებსა და ნაშთებზე ავტომატურად გაიცვლება ბალანსიდან თქვენი პლატფორმის ბექში”, განმარტავს ანი ჭირაკაძე, “დიჯიტრონის” პროდუქტის მარკეტერი.

“ბალანსს” 2000-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესი იყენებს ბუღალტერიასა და საოპერაციო საქმიანობისთვის. სწორედ მათი ინტერესებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით, ბალანსი საქართველოს ორ უმსხვილეს ვებგვერდში ინტეგრირდა, რომელთა შორისაცაა B2C.GE - პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს ონლაინ მაღაზიების მარტივად გახსნის საშუალებას აძლევს.

“თუკი გაქვს ონლაინ მაღაზია B2C.GE - ს პლატფორმაზე და ბიზნესპროცესებს “ბალანსში” აღრიცხავ, მაშინ ინფორმაცია პროდუქტების დასახელებაზე, ფასებსა და ნაშთებზე ავტომატურად გაიცვლება ბალანსიდან B2C.GE -ის ბექში. ინტეგრაციამდე, საჭირო იყო მანუალურად, ექსელის დახმარებით შეტვირთულიყო ინფორმაცია საიტზე, რასაც ძალიან დიდი ადამიანური და დროის რესურსი სჭირდებოდა. ასევე დიდი იყო შეცდომების დაშვების, ნულოვანი ნაშთების რეალიზაციის რისკი. ეს ყველაფერი კი თავიდან ავირიდეთ ინტეგრაციით და პროცესები ბევრად უფრო მარტივი და მოწესრიგებული გახდა”, - განმარტავს ანი ჭირაკაძე.

“ბალანსი” B2C-ს გარდა ისეთ მსხვილ კომპანიებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა VENDOO, Technomall და სხვა. “დიჯიტრონი” კი გეგმავს, რომ სამომავლოდ ყველა შესაძლო ელ. კომერციის პლატფორმაში შეძლოს ინტეგრაცია: “ბალანსის გუნდი მუდმივად მხარში უდგას ბიზნესებს, ვეხმარებით მათ პროცესების ეფექტურობის გაზრდასა და გამარტივებაში. შესაბამისად, წინ დიდი გეგმები გვაქვს და უახლოეს მომავალში ბევრ სასიამოვნო სიახლეს შემოგთავაზებთ”.

დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ბალანსის საიტს: https://balance.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები