ფოთში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად, დაზიანებულია ბალდას სათავე ნაგებობა, რის შედეგადაც, 20 ივნისის 14:00 საათიდან 21 ივნისის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ქ. ფოთისა და მიმდებარე სოფლების 23 000-მდე აბონენტს.
ამის შესახებ განცხადებას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
კომპანიის გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამეგრელოს სერვისცენტრის ტექნიკური სამსახური აქტიურად მუშაობს, რათა ადგილობრივ მოსახლეობას წყალმომარაგება სრულად უმოკლეს დროში აღუდგეს.