მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სენაკსა და ფოთში სტიქიამ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა დააზიანა - წყალი 32 000 აბონენტს არ მიეწოდება

64ad04746448b
BM.GE
11.07.23 11:30
737
სამეგრელოში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად ადიდებულმა მდინარე ტეხურამ გაერთიანებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა დააზიანა.

ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

"სტიქიის შედეგად დაზიანებულია ქ. სენაკის მკვებავი ორი 300 მმ-იანი და ქ. ფოთის მკვებავი 700 მმ-იანი ცენტრალური მილები.

ამ ეტაპზე, რთული რელიეფისა და წყალუხვობის გამო, დაზიანების ლიკვიდაცია შეუძლებელია. მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები ვერ ხერხდება. ადიდებული მდინარე ტეხურას ფონზე, კომპანიის ტექნიკური სამსახური დაზიანების ადგილამდე მისვლას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

მიუხედავად ამისა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელოს სერვის ცენტრის თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ, რათა მოსახლეობას წყალმომარაგება უმოკლეს დროში აღუდგეს.
სტიქიის შედეგად, წყალმომარაგება შეეზღუდა ქ. სენაკისა და ქ. ფოთის 32 000-ზე მეტ აბონენტს.
კომპანია ბოდიშს გიხდით შექნილი დისკომფორტის გამო.

შეგახსენებთ, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს კომპანიის ცხელი ხაზი 032 2 93 00 00", - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები