მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბალნეოლოგიური კურორტების განვითარებისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერა გვჭირდება”-თბილისის ბალნეოლოგიური

63cf8feb202be
ანუკა ჯოხაძე
24.01.23 22:40
641
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის აღმასრულებელი დირექტორი სახელმწიფოს ბალნეოლოგიური კურორტების მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციას სთხოვს. როგორც სალომე ყვავილაშვილი აცხადებს, რესურსი არსებობს მაღალი მოთხოვნა დააკმაყოფილონ, თუმცა მოთხოვნა მაღალი არ არის.

მისი თქმით, მათი მომხმარებლების 25% უცხოელია, თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს კი, როგორც რეგიონის ქვეყნებიდან ისე საფრანგეთიდან სტუმრობენ.

“ბალნეოლოგიური კურორტების განვითარებისთვის ვფიქრობ, სახელმწიფოს მხარდაჭერა გვჭირდება. მხარდაჭერაში მარკეტინგულ აქტივობებს ვგულისხმობ. ჩვენი რესურსით საკმაოდ დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ და ამ ეტაპზე 165 ადამიანი გვყავს დასაქმებული. ჩვენი მომხმარებლების 25% ტურისტია, თუმცა გვაქვს შესაძლებლობა, ეს რიცხვი 100%-ით გავზარდოთ,”-აცხადებს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის აღმასრულებელი დირექტორი სალომე ყვავილაშვილი.

ცნობისთვის, მთავრობამ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი კომპანია "იალონს" 2017 წელს გადასცა.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კომპანიასა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის გაცვლის ხელშეკრულება გაფორმდა. კერძოდ, კომპანიას დაეკისრა ვალდებულება, ადგილზე არანაკლებ 30-ნომრიანი სასტუმრო შექმნის და ინვესტიციის სახით მინიმუმ 8 მილიონი ლარის განხორციელების. 

ხელისუფლებამ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი საპრივატიზაციოდ 2015 წლის თებერვალში გამოიტანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები