მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბალტიისპირეთში ექსპორტირება თუ აქამდე €2,000 ჯდებოდა, ახლა €4,000 ღირს - "წყალი მარგებელი"

61eebcc368d82
ლიკა გურაბანიძე
30.01.22 18:07
3249
“საექსპორტო ბაზრებზე ლოგისტიკა 2022 წელს გამოწვევა იქნება, არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ სხვა ბიზნესებისთვისაც.” ამის შესახებ “საქმიან დილას” “წყალი მარგებელის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა ბერიშვილმა განუცხადა.

ის გამოწვევის არსებობის მიზეზად, წელს გადაზიდვებზე ფასის 2-ჯერ ზრდას ასახელებს.

“ბალტიისპირეთში საქართველოდან გადაზიდვა თუ აქამდე დაახლოებით 2 000 € ღირდა, გადაზიდვის ფასები 100%-ით გაძვირებულია და 2022 წლიდან 4 000 €-მდეა გაზრდილი. შესაბამისად ეს პროცესი ჩვენი წყლების ფასზე და თვითღირებულებაზე დიდ გავლენას ახდენს და ისიც იზრდება” - განმარტა ბერიშვილმა.

„ნაბეღლავის“, „ბახმაროსა“ და „ჯეო ნატურას“ მწარმოებელი კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ ახალი წლის შემდეგ წყლებზე ფასი დაახლოებით 10%-ით გაზარდეს.

“საწვავის გაძვირება და ლოგისტიკის ხარჯების გაზრდა პროდუქტის თვითღირებულებაზე დიდ გავლენას ახდენს.

ამასთან მსოფლიოში შესაფუთი ნედლეულის ღირებულება გაზრდილია, შესაბამისად, კომპანიას საბოლოოდ წყლის ღირებულების გაზრდა იანვრიდან მოუწია. თუ აქამდე კომპანია მაღაზიებს, მაგალითად ნაბეღლავს 1.10 თეთრად აწვდიდა, ახლა ეს ფასი 1.20 თეთრი გახდა.” - განაცხადა ბერიშვილმა.

საქსტატის მონაცემებით, მინერალური და მტკნარი წყლები 2021 წელს საქართველოს 10 უმსხვილეს საექსპორტო საქონელში კვლავ შედის, რომლის ექსპორტმა 2021 წელს 141.8 მლნ დოლარი, შეადგინა. ზრდა წინა წელთან 21.6%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები